|
2020-11-18 11:11:59, 431 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ - „ინვესტორთა დღე 2020“ ვირტუალურად გამართა
„საქართველოს ბანკმა“ არსებული და პოტენციური ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის - “ინვესტორთა დღე 2020” ონლაინ რეჟიმში გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში მენეჯმენტის წევრებმა ბანკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საცალო, კორპორაციულ და საინვესტიციო მიმართულებებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს. „საქართველოს ბანკი“ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული, მოწინავე ბანკია, განსაკუთრებით, გადახდებისა და ციფრული პლატფორმების მიმართულებით. ბანკი მნიშვნელოვნად ავითარებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, რათა მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს, გახადოს მეტად პერსონიფიცირებული. „საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკისა და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და ბანკის სამომავლო ხედვისა და გეგმების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა. მსგავსი შეხვედრები იძლევა კარგ შესაძლებლობას საქართველოში მოქმედი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად", -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „ინვესტორთა დღე 2020“-ს ესწრებოდა 200-მდე მოწვეული ინვესტორი და ანალიტიკოსი.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)