2020-11-18 10:04:23, 644 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.
მათი ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი - 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),