2020-11-16 15:36:42, 558 ნახვა
სამართალი
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართელმ თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილსაც.
ცნობისთვის, ნიკა ნარიმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით), ხოლო ანა უთიაშვილს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან