18:10 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 10:30:53, 871 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს - დაკავებულია 1 100-ზე მეტი დემონსტრანტი

ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციისას სამართალდამცველებმა 1 100-ზე მეტი პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში 1 127 დემონსტრანტის დაკავება მოხდა.

პოლიციამ ათასობით მომიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც „ვიასნა“ იუწყება, ხელისუფლების ბრძანებით დაკავებულთა ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცნობისთვის, 9.5 მილიონიან ქვეყანაში მასობრივი აქციები 9 აგვისტოს შემდეგ, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრენ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, არ წყდება. დემონსტრატები ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ლუკაშენკოს პრეზიდენტად საზოგადოების გარკევული ნაწილი და არაერთი ქვეყანა არ ცნობს.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics