|
2020-11-15 11:47:38, 790 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევთან ყარაბაღის ქრისტიანული ეკლესიების დაცვაზე ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბრისას, მთიან ყარაბაღში მდებარე ქრისტიანული ეკლესიების დაცვაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს. მისივე ცნობით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყარაბაღის კონკრეტული რეგიონები აზერბაიჯანის შემადგენლობის ნაწილად აღიარებულია, თუმცა იქ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ და ასევე აქ მდებარეობს ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები, რომელზეც აზერბაიჯანულმა მხარემ სათანადოდ უნდა იზრუნოს და ყველანაირი საშიშროებისგან დაიცვას. შეგახსენებთ, რომ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყარაბაღში ომი დასრულდა ხელი სამშაბათს მოეწერა და აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის გარკვეული ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა. ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალები 5 წლის ვადით განლაგდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)