2020-11-13 16:12:34, 668 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - სხვა გონივრული განაჩენი გარდა გამამტყუნებელისა, წარმოუდგენელია
„სხვა გონივრული განაჩენი გარდა გამამტყუნებელისა, წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.
„გვქონდა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი, ვინაიდან იმ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, რომელსაც სასამართლოში გამოვიკვლიეთ და სასამართლომ მოუსმინა, სხვა გონივრული განაჩენი გარდა გამამტყუნებელისა, წარმოუდგენელია. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ამის მოლოდინი და ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ვეთანხმებით განაჩენს და ვთვლით რომ ეს იყო კანონიერი“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან