2020-11-13 16:05:13, 593 ნახვა
სამართალი
გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო.
ადვოკატს წარმოდგენა არ აქვს, როგორ დაადასტურებს მცხეთის რაიონული სასამართლო განაჩენს.
„აბსოლუტურად მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება ყველა უფლებადამცველისთვის, მათ შორის ბრალდებულებისთვის. შესაბამისად, მე წარმოდგენა არ მაქვს რით შეიძლება დაადასტუროს სასამართლომ აღნიშნული საკუთარ განაჩენში, გამოძიების დაწყების დღიდან, სასამართლოს პირველივე დღიდან ვიძახით, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან