|
2015-09-24 13:48:29, 372 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე სასამართლოს რეფორმას ეხება
"მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე სასამართლოს რეფორმას ეხება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც წულუკიანმ აღნიშნა, ვენეციის კომისიამ მას უთხრა, რომ „მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრიც არ ვართა“. "მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს რეფორმას, რადგან ამ სასამართლომ ჩვენ ძალიან ბევრი უბედურება გაგვატარა. ამიტომ მე ვარ და ვიყავი მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ამ საკითხს ეხება. პირველად პროექტში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ეწერა, რომ არჩევითი გახდეს სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ხოლო ის ვინც ამჟამად ბრძანდება სასამართლოს თავმჯდომარე, შეუწყდეს უფლებამოსილება და აირჩიონ ახალი. თუმცა ამას მოჰყვა ჩემი ძალიან დიდი კრიტიკა ვენეციის კომისიისგან როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური და მითხრეს, რომ მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრი ხელიც არ ვარგა. ამიტომაც, ფრანგები ამბობენ, რომ მხოლოდ უგონონი არ იცვლიან აზრსო და მე ეს გავითვალისწინე. არ მომწონს მე თვითონ, მაგრამ გთავაზობთ, რომ ჩვენი მომავლისთვის მართლაც სჯობს ამ თავმჯდომარეებს დაუსრულდეთ ვადა, მომავალი თაობა მაინც მათ ალბათ კარგად არ გაიხსენებს“, -განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)