|
2020-11-11 00:06:05, 563 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში - ახმეტელის თეატრი, დიდუბე, სადგურის მოედანი და ვარკეთილი, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. „ვიცით, რომ გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები თბილისსა და ზოგადად, საქართველოში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ, მოქალაქეებმა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ყველა რეგულაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად გააკონტროლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღნიშნული რეგულაციების დაცვის პროცესი. ყველაზე დატვირთულ ადგილებში მიმდინარეობს მგზავრთა ნაკადების მართვა, შესაბამისად, თქვენ შეგხვდებათ ე.წ. რიგის ბარიერები, რომელიც მგზავრთა რიგის მართვისა და კონკრეტულ სადგურებში ადამიანების დიდი რაოდენობით კონცენტრაციისგან პრევენციის საშუალებას გვაძლევს. ამასთან, ხშირია, ავტობუსებში ადამიანების პირბადეების გარეშე გადაადგილების შემთხვევები, რის გამოც მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ამ ადამიანების გაფრთხილება და დაჯარიმება უწევთ. ამავე მიზეზით ავტობუსებიც აგვიანებენ გასვლას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დავიცვათ დადგენილი წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)