|
2020-11-09 14:25:14, 549 ნახვა
საზოგადოება
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები 22:00 საათის შემდეგ ერთჯერადი საშვით ისარგებლებენ
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადადგილებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვები მიიღონ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დროებითი საშვის მისაღებად მოქალაქეებმა 1441-ზე უნდა დარეკონ. „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18.00 საათიდან“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს. აღნიშნულ ქალაქებს მიეკუთვნებიან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და გორი. შეზღუდვა მოქმედებს როგორც ქვითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)