|
2015-09-23 18:28:42, 395 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საგანელიძე პროფესიით ექიმია, ასევე აქვს ეკონომისტის განათლება
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „საპარტნიორო ფონდის“ ახალი ხელმძღვანელი დავით საგანელიძე გამოცდილი პოლიტიკოსია. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საგანელიძე პროფესიით ექიმია, მას აქვს ეკონომსტის განათლება და მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. „დავით საგანელიძე გახლავთ გამოცდილი პოლიტიკოსი. იგი არის პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი. ჩვენი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი პარლამენტში. სამწუხაროდ, პარლამენტს დაემშვიდობა და ახლა გააგრძელებს მუშაობას ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. მე მინდა, მოსახლეობას ვუთრა, რომ დავით საგანელიძე გარდა იმისა, რომ პროფესიით ექიმია, მას აქვს ეკონომისტის და იურისტის განათლება. რაც მთავარია, მას აქვს მენეჯმენტის ძალიან დიდი გამოცდილება. თავის დროზე ის იყო საქართველოში პირველი სამედიცინო კომპანიის დამფუძნებელი. ასევე, ერთ–ერთი მსხვილი ქართულ–ბრიტანული კორპორაციის პრეზიდენტი. ის წლების განმავლობაში იყო 2 უმსხვილესი ბანკის „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მე დარწმუნებული ვარ, დავით საგანელიძე თავის ცოდნას და გამოცდილებას მოახმარს „საპარტნიორო ფონდს“ . ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები, ხედვები ამ ფონდის საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება. ასე, რომ მინდა მას წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)