|
2015-09-23 18:06:06, 390 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა „საპატრნიორო ფონდის“ დირექტორად დავით საგანელიძე წარადგინა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე წარადგინა. „საპარტნიორო ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე კი, საბანკო ზემდამედველობის საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. აპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა. დავით საგანელიძე ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)