|
2020-11-06 11:34:56, 490 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ქვეყანაში ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი
სახალხო დამცველი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატი განცხადებასი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. მიმართვაში ნათქვამია, რომ წლებია საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. უკანასკნელ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას; გართულებულია კოვიდ 19-ის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. ასევე, უკანასკნელ დღეებში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლებია საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე. ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ქვეყანაში ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი; ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, სერიოზულ ბარიერად იქცეს მიმდინარე კრიზისის მართვის პროცესში. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხშირია და იმატებს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება“, - აცხადებენ აპარატში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)