|
2020-11-05 15:16:09, 618 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები" დღეს ონლაინ რეჟიმში გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მიმართა. ღონისძიება ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და UNESCO-ს მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის მიზანია სტუდენტების – მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავალო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად; მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბება. კონფერენციის მონაწილეები მოხსენებებს zoom-ის პლატფორმის საშუალებით წარადგენენ. კონფერენციაზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს: https://zoom. us/j/92066450267?pwd=SHBQeUdaWVVMQnNrOUw0SVBId2xPQT09
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)