20:17 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 12:43:12, 793 ნახვა

საზოგადოება
DRI - საჩივრების დაუსაბუთებელი გადაწყვეტა არჩევნების შედეგების მიმართ ნდობას უფრო მეტად ამცირებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 4-5 ნოემბრის ღამეს საბურთალოს, ვაკის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანის, სამგორის, გლდანის, სამტრედიის, თელავის, ბათუმისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებთან არსებულ დაძაბულობას ეხმაურება.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე  და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირთა მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ.

„DRI ასევე უკიდურესად უარყოფითად აფასებს დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე პროცედურებით საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა ნაწილის განხილვის გარეშე დატოვებას, რასაც საარჩევნო კანდიდატების პროტესტი მოჰყვა და შენიშნავს, რომ სიტუაციის ნორმალიზების ვალდებულება სრულად ეკისრება ხელისუფლებას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირობებში, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე შეფასდა, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი, აუცილებელია ცალკეული უბნების შედეგების ხელახალი დათვლა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვა.

ამის საპირისპიროდ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევები, ავტორთა მონაწილეობის გარეშე. ასევე, საჩივრების განხილვაზე დასწრების შეზღუდვა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კომისიის წევრთა მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და საჩივრის ავტორებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნით, აღნიშნულ პირთა დაკავება და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა, აღნიშნულ ძალადობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობა და საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცედურებით განხილვა ამცირებს ნდობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რაც ისედაც კრიტიკულად დაბალია.

აღნიშნულის გათვალისწინებით დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას:

  • შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს 4-5 ნოემბერს საარჩევნო ოლქებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი  გამოძიება.
  • საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა წარიმართოს კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურებით, საჩივრის წარმდგენ პირთა მონაწილეობით“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics