|
2020-11-04 17:02:35, 647 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსით 209 მედპერსონალია ინფიცირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა კვლავ მოიმატა. მისი თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსით 209 მედპერსონალია ინფიცირებული. „კვლავ მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილით გვაქვს 209 შემთხვევა. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან სწორედ ინფიცირებულ ადამიანებს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენთან, მსგავსი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც. ჩვენთან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ზე მეტი არ არის, რაც მაღალი მაჩვენებელი არაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)