|
2020-11-03 18:08:42, 576 ნახვა
საზოგადოება
ანზორ მელია - მთავრობისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ
მთავრობისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მისი თქმით, ნიკა მელიას ბიძინა ივანიშვილი არ დააჯილდოვებს. „გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის? ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს ? ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ“, - განაცხადა ანზორ მელიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული 30 000-ლარიანი გირაოს 100 000-მდე გაზრდას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)