14:24 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 21:24:05, 1354 ნახვა

თალაკვაძე ეგზიტპოლების განსხვავებულ მაჩვენებელზე - მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია

"ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ კოვიდპანდემიის ფონზეც შეუძლია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

"საქართველომ უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ გადადგა ნაბიჯი. ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება და ჩვენ უკვე ვეცდებით ეს მხარდაჭერა მომავალ წარმატებაში გარდავქმნათ. საქართველომ დაამტკიცა, რომ კოვიდპანდემიის ფონზეც შეუძლია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვართ გარანტი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკის აღდგენა და სხვები იქნება გარანტრებული", - განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე ისაუბრა ეგზიტპოლების განსხვავებულ მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ მნიშვენლობა არ აქვს რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია. 

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდი ეგზიტპოლების განსხვავებუბლ მაჩვენებლს აქვეყნებენ. ერთი მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე მხარე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მოიგო არჩევნები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics