|
2020-10-29 20:44:37, 1846 ნახვა
სააკაშვილი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერებს - დღეს და გუშინ ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით, ხვალიდან ერთი ქვეყნის შვილები უნდა ვიყოთ
„დღეს და გუშინ ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით, ხვალიდან ერთი ქვეყნის შვილები უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ აქციაზე ჩართვისას განაცხადა. მან ასევე სახელმწიფო მოხელეებსაც მიმართა - „თქვენ ზიხართ იმ შენობაში, რომელიც მე ავაშენე და იღებთ იმ ხელფასს, რომელიც მე დაგინიშნეთ“. „მე მინდა ვუთხრა "ოცნების" მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. დღეს და გუშინ ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები. ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საამაყო სახელმწიფო მოხელეებს, თქვენ ზიხართ იმ შენობებშ, რომელიც ჩემი აშენებულია. თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ და, სამწუხაროდ, არ გაგეზასრდათ. თქვენ ხომ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს ის შრომა, რომელსაც თქვენ ეწევით? თქვენ ხომ იცით, რომ არავინ არშეგეხებათ, იმიტომ, რომ თუ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, თქვენი გამოციდილება არის ოქროს ფასი, მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო წინა წლებში“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)