|
2015-09-22 15:32:39, 472 ნახვა
პოლიტიკა
ვიკტორ ორბანი: მიგრანტები, უბრალოდ, წაგვლეკავენ
მიგრანტები ევროპის კარს ამტვრევენ, ამიტომ ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია სჭირდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიკტორ ორბანმა განაცხადა. „მიგრანტები, უბრალოდ, წაგვლეკავენ. ისინი ჩვენს კარზე კი არ აკაკუნებენ, არამედ ამტვრევენ და ნამსხვრევეი თავზე გვეყრება. ჩვენი საზღვრები საფრთხის ქვეშაა. უნგრეთს, ისევე როგორც მთელს ევროპას, საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ორბანმა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პარლამენტმა თავდაცვის სამინისტროს მიგრანტების წინააღმდეგ ჯარის გამოყენების უფლება მისცა. სამხედროებს მიგრანტების წინააღმდეგ არალეტალური იარაღის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზის გამოყენება შეეძლებათ. მანამდე, პარლამენტმა უნგრეთის საზღვრის უკანონო კვეთისთვის პასუხისმგებლობა გაამკაცრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)