|
2020-10-29 15:23:15, 559 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ გახსნის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ გახსნის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, პროექტის მონაწილეებს სიტყვით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა და ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ ანა გულბანმა მიმართეს. პროექტის გუნდმა პროექტის პარტნიორები, მიზნები და სამუშაო გეგმა წარმოადგინა. მონაწილეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებელობები განიხილეს. პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიულ უსაფრთხოების სფეროში 250 სპეციალისტი გადამზადდება. პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს ლაბორატორიული მომსახურების დარგის ახალგაზრდა პროფესიონალთა კომპეტენციების გაძლიერებასა და დასაქმებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ბენეფიციარი რეგიონული უნივერსიტეტები; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა. ონლაინ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)