|
2020-10-29 12:50:34, 367 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი ექსპორტია
„მიუხედავად იმისა, რომ სამყარო გლობალურად ებრძვის პანდემიას და საქართველოც, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ვერ იქნება გამონაკლისი, უკვე ჩანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პირველი ნიშნები, რაც აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში და სრულიად ლოგიკურია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ უახლოეს წლებში ჩვენ კვლავ ვიქნებით ერთ-ერთი რეგიონული ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021-25 წლებში ჩვენი ეკონომიკის ყოველწლიური, საშუალო ზრდის ტემპი 5,5 იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები, კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას და კვლავაც შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი. „ამის პირველი ნიშნები ამ თვეებში ჩანს არამარტო ეკონომიკური ვარდნის შესუსტებაში, არამედ ჩანს, თუნდაც, ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. მაგალითად: 2019 წელს ჩვენი ექსპორტი აღწევდა რეკორდულ მაჩვენებლებს, წელს კი, მიუხედავად კოვიდისა, იმ რეკორდულ ნიშნულებთან შედარებითაც გვაქვს სერიოზული ზრდა - სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 8,6 პროცენტით და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), გაიზარდა 27 პროცენტით“, - აღნიშნა მინისტრმა. მისნიტრის შეფასებით, ეს, პირველ რიგში, ადასტურებს, რომ სრულიად სწორი და გამართლებული იყო ხელისუფლების მყისიერი გადაწყვეტილება პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, როცა მიღებული იყო მკაცრი ზომები და იმართებოდა პანდემიის გავრცელება. „ამან მოგვცა საშუალება, რომ ძალიან სწრაფად აღგვედგინა ეკონომიკური საქმიანობა ბევრ სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში და თუ შევხედავთ, ვინ არის მოწინავე და ლიდერი ექსპორტის ზრდაში, მათ შორის არის სწორედ სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავებით წარმოებული პროდუქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სხვა ქვეყნები შედარებით უფრო დაკეტილი იყო, ჩვენ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შევძელით და გავიტანეთ ბაზარზე უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე სამკერვალო ნაწარმი, სხვა ბევრი პროდუქცია და ახალი ბაზრები ავითვისეთ. შესაბამისად, იმ პერიოდმა, როდესაც ჩვენ მინიმუმზე გვქონდა დაყვანილი ინფიცირებულთა რაოდენობა და გვქონდა მკაცრი შემზღუდავი ზომები, მოგვცა საშუალება მოგვეპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე და სწორედ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი ახლა არის ექსპორტი“, - განაცხადა მინისტრმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)