|
2020-10-29 11:24:10, 501 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - საარჩევნო უბანზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი
საარჩევნო უბანზე ყველა ნორმა დაცულია და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ გადაწყვეტილება ყველა ნორმის დაცვით მიიღოს. „დღეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველანაირი ნორმის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. ვინაიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დღესდღეობით საქართველოსთვის. რაც შეეხება იმ ღონისძიებებს, რომელიც გატარებულია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, რამდენიმე თვეა, ცესკო-სთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად მუშაობდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნებოდათ, გაეკეთებინათ თავისი თავისუფალი არჩევანი უსაფრთხო პირობებში. ყველა ნორმა არის დაცული და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ ნებისმიერი ასაკის მოქალაქე არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)