|
2015-09-22 14:33:46, 356 ნახვა
პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: დარწმუნებული ვარ, მთავრობა შესაბამის ზომებს მიიღებს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების დასაცავად
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს აზრით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებს ნებისმიერი სახის ზეწოლისა და ძალადობისაგან დაიცავს. "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ არ შეიძლება გამოხატოს კრიტიკული შეხედულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ასეთი კრიტიკა უნდა მოექცეს სამართლებრივ და ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში. მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო ზომებს მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად“, - განაცხადა ბუკიკიომ. მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში საკონსტიტუციო სასამართლოს მისიაა ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობა უზრუნველყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)