|
2015-09-22 12:38:18, 334 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ მოსკოვი ნატოსთან ომში ჩასართავად მზადაა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“ მონაწილეობა მიიღო. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოების განწყობაზე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. "არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა ნატოსთან ომში ჩასართავად, დღევანდელ ევროპაში არსებული გარემოებების მიუხედავად. ამ კითხვაზე ვრცელი პასუხი კი არის ნატოს ისტორია. სადაც კი ნატო გაფართოვდა, ყოველთვის მშვიდობა მიუტანა იმ ქვეყანას. არანაირი მაგალითი არ გვაქვს, რომ ნატოს გაფართოებას რომელიმე ქვეყანაში ომი, ან რაიმე გართულება მოჰყოლოდა. პირიქით, ამ ქვეყნების უსაფრთხოება გაიზარდა. ყოველთვის აღვნიშნავ, ბალტიისპირეთის ქვეყნები უსაფრთხოდ ცხოვრობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან თავისუფლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნატოში გაწევრიანდნენ. არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ საქართველოს შემთხვევაში სხვანაირად მოხდება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ამასთან, ჟურნალისტმა მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა-"თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რა იქნება საქართველოს მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი? 2008 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ევგენი ბუჟინსკის თქმით, თუ საქართველო ნატოში ახლო მომავალში გაწევრიანდება, აფხაზეთს დაესხმება თავს, ჩვენი პასუხი კი იქნება შემდეგი - ჩვენ აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვიმოქმედებთ, საქართველო კი იმოქმედებს ისე, როგორც ნატო გადაწყვეტს" „საქართველოს გეგმაში არ არის ვინმეზე თავდასხმა“,-უპასუხა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)