22:46 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 17:22:26, 1647 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - საეკლესიო მოღვაწეებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რამდენიმე ტაძარში ინფიცირების შემთხვევები გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საეკლესიო მოღვაწეებს კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში დაფიქსირდა.

„როდესაც საკითხი ეხება ჩვენს დედა ეკლესიას, ეს საკმაოდ რთული და სენსიტიური საკითხია. ეს არის საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია. ახლა, როდესაც ჩვენ ვართ ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში, რა თქმა უნდა რეკომენდაციები იგივე რჩება. ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, ვიაროთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს როგორც ეკლესიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს ვთხოვ, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე მრევლის“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics