|
2020-10-26 10:54:21, 403 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2020 წლის 26 ოქტომბერს ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მკაცრად არის გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 2020 წლის 26 ოქტომბერს ერთ-ერთ სატელევიზიო არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, თითქოსდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის ჩართულობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მკაცრად არის გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან. უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში. სიუჟეტში დასახელებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში (1-ლი სექტემბრიდან) იმყოფებოდა სამსახურში ქ. ქუთაისში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი გადავიდა თვითიზოლაციაში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)