|
2015-09-21 18:25:40, 364 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს
საქართველო პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს. როგორც აბაშიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვალუტის კურსიდან გამომდინარე აღნიშნული ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობა საზოგადობის შემდგომი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია. „საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რათა კონსტიტუციური ინსტიტუტი-ეროვნული ბანკის დასუსტება და დანაწევრება არ მომხდარიყო. ვინაიდან, აღნიშნული მცდარი გადაწყვეტილება მიღებულია, საჭიროა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ახლადშექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა, რათა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს ვალუტის კურსიდან გამომდინარე შემდგომი დანაკარგები. საგულისხმოა, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ, სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები მმართველი გუნდის, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია. ნათელია, რომ მიღებულ კანონთან და ვეტოსთან დაკავშირებით დარჩა ერთადერთი მოტივი, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე. მიუხედავად არსებული შეცდომებისა, პირველ რიგში სავალდებულოა გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ინსტიტუტებს, კოორდინირებული მუშაობისა და საზოგადოების ინფორმააციის მიწოდებისაკენ“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)