|
2020-10-23 10:45:40, 486 ნახვა
კომენტარი
გიორგი ლომია - „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან!
საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან. ლომიას განცხადებით, არ შეიძლება, რომ პოლიტიკური ძალა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა გააუპატიურა, აწამა და დახოცა, სხვა ხელისუფლებას ცვლიდეს. მისივე თქმით, არც ის შეიძლება, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც სასტიკი დამნაშავეების დასჯის შანსი ჰქონდა და არ დასაჯა, ისევ ხელისუფლებაში ბრუნდებოდეს. გიორგი ლომიამ აღნიშნა, რომ ხალხს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, ამიტომ 31 ოქტომბერს ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და მხარს "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭერენ. "საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ ხელისუფლება არის სუსტი - მან ვერ შეძლო და თავის დროზე ვერ დასაჯა ნამდვილი კრიმინალური დაჯგუფება, რომელზედაც ჩვენ არა ერთხელ შევიტანეთ რეზოლუცია პარლამენტში. ჩვენი რეზოლუცია არ იყო დაკმაყოფილებული და იცით რატომ? ამ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ადამიანი იმდენად არის კოჰაბიტირებული კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომ დღეს ცალ-ცალკე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თანაარსებობით იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს ესენი უკვე ერთნი არიან! არ შეიძლება, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც 9 წლის განმავლობაში გააუპატიურა, აწამა და დახოცა არაერთი ახალგაზრდა მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ძალა ეჩვენებინა - არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა ცვლიდეს სხვა ხელისუფლებას. არც ის შეიძლება, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა შანსი, სასტიკი დამნაშავეები დაესაჯა და არ დასაჯა, ისევ ბრუნდებოდეს ხელისუფლებაში. ასეთი ცვლილება არასოდეს მოხდება და არც არასოდეს გვეყოლება ასეთი კოჰაბიტირებული ხელისუფლება! ეს ყველაფერი ხალხს ძალიან კარგად ესმის და საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს! მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 31 ოქტომბერს ხალხი თავის სათქმელს იტყვის! ყველანი აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ნომერი 8!" - განაცხადა გიორგი ლომიამ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)