04:54 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 17:07:16, 410 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მზად არის მძევლებს ჩაენაცვლოს, რომლებიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა აიყვანა.

„თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს ან პოლიციას მინდა მოვუწოდო და შევთავაზო,  რამდენადაც ვიცი, სამი მძევალია დარჩენილი და შეთავაზოს პოლიციამ მოლაპარაკება. მე შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს უკვე შევხვდი ვინ გამოვიდა, ერთი მათგანი ჩემი თანამშრომლის ბიძაშვილია. მე მზად ვარ ჩავენაცვლო იმ დარჩენილ სამს“, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ძარცვა მიმდინარეობს. როგორც ცნობიალია, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics