2020-10-21 16:50:16, 535 ნახვა
სამართალი
მძევალი: სპეცრაზმის შემოჭრის მცდელობა დასრულდება ფატალურად - ვართ უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში
უმთავრესია, რომ სპეცრაზმი მოშორდეს პერიმეტრს, მათი შემოჭრის ნებისმიერი მცდელობა დასრულდება ფატალურად, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ "მთავარ არხთან" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მძევლები უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის სჭირდება.
„უმთავრესიაა, რომ სპეცრაზმი მოშორდეს პერიმეტრს და სპეცრაზმის შემოჭრის მცდელობა დასრულდება ფატალურად. ჩვენ ვართ უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის არ გვჭირდება“, - განაცხადა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან