|
2020-10-20 12:42:44, 669 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას PCR ტესტის საფუძველზე, სავალდებულო კარანტინის გარეშე შეძლებენ
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინის გარეშე, PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ. მისივე თქმით, ტესტირების შემდეგ მოქალაქეები თვითიზოლაციაში გადაინაცვლებენ. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, მათ შეეძლებათ, რომ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით, უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი და ვიზიტები საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)