|
2020-10-19 16:13:48, 534 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრსა და მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა და მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი ნაკვეთების კატეგორიების მიხედვით მიწის აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა, რაც ქვეყანაში მიწის მართვისა და მიწის ადმინისტრირების ხარისხს გააუმჯობესებს, ხელს შეუწყობს მიწის სრულფასოვანი ბაზრის ჩამოყალიბებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას. "მიწის ბაზრის განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 4 წელიწადში 900 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა. ამ მემორანდუმით კი, საჯარო რეესტრი სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოებისას ნაკვეთების კატეგორიებთან დაკავშირებით ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ მონაცემებსაც შეაგროვებს, რითიც ჩვენს მეგობარ უწყებას მიწის ფონდის შესახებ რეალური სურათის შექმნაში ხელს შევუწყობთ," – განაცხადა ნათია ჩირიკაშვილმა. მემორანდუმის თანახმად, მიწის კატეგორიების შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში შეაგროვებს, კერძოდ, იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი" მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის საველე ჯგუფები სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების წარმოებისას, პარალელურად, სახნავი, სათიბი, საძოვარი თუ საკარმიდამო ნაკვეთების შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას შეაგროვებენ, საჯარო რეესტრის მიერ დამუშავებულ ფაქტობრივ მონაცემებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო მიწის ბალანსის შესადგენად და მონაცემთა ერთიანი ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)