05:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 12:59:15, 620 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი - საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ, სახელმწიფო ღალატს, ტერიტორიების გადაცემის მცდელობას

„ჩვენი მიწა-წყალი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს და მოგვიტანეს, ამის ბედის განკარგვა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებისთვის. ამ პასუხისმგებლობას თუ ვერ აცნობიერებენ, ეს დიდი დანაშაულია, ეს არის ღალატი. არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონოდა გამოძიებას. ჩვენ გავიგეთ, რომ საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატს, ტერიტორიების გადაცემის მცდელობას. ვიცით, თუ როგორ ბინძურ ძალასთან გვაქვს საქმე, ანტიეროვნულ, ყველაფრის მკადრებელ, კრიმინალურ, მკვლელების ძალასთან“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაუჯერებელია, რომ სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. „სააკაშვილმა თავად თქვა, რომ დამაბრალებენ 80 მილიონი დოლარის აღებასო. საიდან მოიტანა ეს ციფრი, რატომ?! ჩვენ ასეთ სისულელეს ხომ არ ვიტყვით, არა?! „ქურდს კუდი ეწვოდაო“. რატომ პანიკობენ რა ხდება?!“- აღნიშნა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა მამა კირიონის ნახვის შემდეგ საქმის კურსში აყენებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ჩართულობით ეს საკითხი ბოლომდე იქნა მიყვანილი. „აპრილის თვეში მივიღეთ რუკების პირველი პარტია, მეორე ივლისის ბოლოს. დაახლოებით 11 – 12 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა და თავდაცვის სამინისტროს დასკვნა წარგვედგინა მთავარი პროკურორისთვის. ეს მოხდა 17 აგვისტოს. რა შუაშია ან ის კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გრძელდება?“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“..





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics