06:51 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 16:51:29, 1044 ნახვა

კომენტარი
„ახალი ხედვა“ - ვარიკოზის მოვლა

ვარიკოზი დაავადებაა, რომლის დროსაც ვენები ფართოვდება და სისხლით ივსება, შედეგად კი მოლურჯო-მეწამულ ან წითელ ფერს იღებს. სტატისტიკის მიხედვით, დაავადება ქალებში უფრო გავრცელებულია (55%), ვიდრე მამაკაცებში (45%). 

ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები

ვარიკოზის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გენეტიკური ფაქტორია. თუ ორივე მშობელს მსგავსი პრობლემა აწუხებს, 90%-ით არსებობს შანსი, რომ თქვენც განგივითარდებათ. ვარიკოზის სხვა გამომწვევ მიზეზებში შედის: 

  • ხანგრძლივი უმოძრაობა
  • ჭარბწონიანობა
  • ორსულობა

ვარიკოზის განვითარების სტადიები

სხვა დაავადებების მსგავსად, ვარიკოზსაც აქვს განვითარების სტადიები.

  1. „სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები“ - წვრილი სისხლძარღვები განლაგებულია თქვენი კანის ზედაპირთან. მოწითალო, მოლურჯო ან მოიისფრო შეფერილობა აქვს. ბრტყელია, ამ ეტაპზე ვენები შეშუპებული არ არის.
  2. ვარიკოზული ვენები - გაფართოებული ვენები, რომელიც პაციენტებში ხშირად ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. 
  3. კიდურის კანის ფერის ცვლილება - მტკივნეული ვარიკოზული ვენების დროს იცვლება კანის ფერიც - წითელი ან ფერმკთალი ხდება. 
  4. ვენური წყლული - ყველაზე რთული ფორმა, რომლის დროსაც ჩნდება წყლულები. დაზიანებული კანის ზედაპირიდან შესაძლოა ბაქტერიებმა შეაღწიონ და მოხდეს წყლულის ინფიცირება.

ვარიკოზის მოვლის რა საშუალებებს გვთავაზობს ახალი ხედვა

ვარიკოზის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კომპრესიული წინდებია. ის ისეა დამზადებული, რომ სისხლის ცირკულაცია თქვენს კიდურებში გაუმჯობესდეს - ყველაზე ვიწრო კოჭის არეშია და ზედა მიმართულებით თანდათანობით ფართოვდება. მისი საშუალებით სისხლი გულისკენ უკეთესად მიედინება.  თუ ექიმმა მკურნალობის ეს მეთოდი დაგინიშნათ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს:  “ახალი ხედვა” მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ - სხვადასხვა ფერის, ბრენდის, სიგრძისა და სტილის კომპრესიები. ზოგიერთი მუხლამდე სიგრძისაა, სხვები კი ბარძაყსაც მოიცავენ. მეტიც, კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე - პროდუქციის შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ, არჩევანის გაკეთებაში კი კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან.

ვარიკოზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics