|
2015-09-20 10:42:53, 546 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: საკანში ერთადერთი ვისაც გავუძლებდი გოკა გაბაშვილია
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავას, საკანში მასთან ერთად კახა ბენდუქიძე წარმოედგინა, თუმცა, საბოლოოდ გოკა გაბაშვილზე შეჯერდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა. „ვერთობოდი ასეთი რაღაცეებით – წარმოვიდგენდი ვინ შეიძლება იჯდეს ჩემთან ერთად. პირველი წარმოვიდგინე კახა ბენდუქიძე, მაგრამ მალევე შევუთვალე, რომ შეუძლებელი იყო ციხეში ჩამჯდარიყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე შევუთვალე, ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება, ჩემი პერსონალური მეგობარი იყო, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ძალიან დააკლდა, ის იყო ადამიანი, რომელიც იყო მოვლენა და დააკლდა ჩემ ცხოვრებასაც და ქვეყანასაც. მერე წარმოვიდგინე გიგა ბოკერია, მაგრამ ის მაშინვე დაიბრაკა. ბოლოს შევჯერდი, რომ ერთადერთი ვისაც გავუძლებდი და საინტერესო იქნებოდა გოკა გაბაშვილია და საინტერესო იქნებოდა. ეს გონების თამაშია, გინდა წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც ესაუბრები. მარტო რომ ხარ ყველაფრის უფლებას აძლევ შენს თავს, ყველაფრის წარმოდგენა შეგიძლია“, – აღნიშნა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)