2020-10-16 11:41:05, 948 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნის ადვოკატი - გური ამიხანაშვილი მანქანაში ჩაჯდომისას არაადეკვატურად იქცეოდა, იწერდა პირჯვარს
შაქარაშვილის საქმის ე.წ ოქროს მოწმე,გური ამიხანაშვილი მანქანაში ჩაჯდომისას არაადეკვატურად იქცეოდა, იწერდა პირჯვარს, - ამის შესახებ ზ.ხ ადვოკატმა განაცხადა.
მისი თქმით, გური ამირხანაშვილმა ყვრლაფერი იცის.
"მოვლენები სასწაულად იცვლება. დაიკითხა პროცესზე ზ.ხ, რომელმაც მისცა სასამართლოს ჩვენება იმის შესახებ, რითიც დასტურდება ის, რომ ამირხანაშვილი, როდესაც თავისი ნებით დაჯდა მანქანაში, არაადეკვატურად იქცეოდა, პირჯვარს იწერდა. მანქანაში მსხდომნი სთხოვდნენ მას, რომ მისი მეგობარი, გიორგი შაქარაშვილი მოეძებნათ, რაზეც მისგან უარი მიიღეს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ამირხანაშვილისთვის ყველაფერი ცნობილია", - აცხადებს ადვოკატი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან