03:03 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 20:13:06, 664 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურებთან პოლიცია პირბადეების ტარებას გააკონტროლებს

მეტროსადგურებთან პოლიცია პირბადეების ტარებას გააკონტროლებს.

ამის შესახებ  „ექპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა.

მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციიების გაკონტროლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაევალათ.

გადაწყვეტილების თანახმად თბილისის ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები და რეკომენდაციების დაცვას გააკონტროლებენ.

„თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს“ , - ვკითხულობთ შსს-ს განაცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics