2020-10-14 10:14:38, 390 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სწორედ 31 ოქტომბერი მოუტანს თითოეულ მოქალაქეს გარდამტეხ ცვლილებებს და მეტ კეთილდღეობას.
„ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში, ხალხს აწუხებს უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და ყველა ელოდება 31 ოქტომბერს, როგორც ცვლილებების შესაძლებლობას. ეს არის მთავარი, რასაც ევროპული საქართველო თავაზობს ჩვენს მოსახლეობას. გარდამტეხი ცვლილებები, ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და მოუტანს ხალხს უკეთესობას. ეს განწყობაა თბილისშიც, რეგიონებშიც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განწყობა აისახება 31 ოქტომბრის საბოლოო შედეგებზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან