|
2020-10-13 20:24:11, 429 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობაზე იმსჯელა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის უსაფრთხოების პრიორიტეტების გათვალისწინება და მეორე მხრივ კი, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების მაქსიმალურად შენარჩუნება იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შეხვედრის მონაწილეებმა დღეს დეტალურად განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრა მოხდება. ცესკოს ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე დღეს უკვე მეორედ შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტში აისახება დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრებები და კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)