2020-10-06 20:33:20, 739 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ილია - სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევიათ
„სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევიათ , - ამის შესახებ დეკანოზ ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თვითნებური და უგნური თვითშემოქმედება ყინწვისის მონასტერში არ დასრულებულა.
„სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია ყინწვისის მონასტრის დღევანდელ მწყემსებს. როგორ დაგვიქვეითდა გრძნობა, მოწიწა და გონიერება ერთია, მეორე ის რომ ამით ფრესკის ქვედა ნაწილის გაცრეცვა-წაშლის საფრთხე შეიქმნა. არ დასრულდა თვითნებური და უგნური თვითშემოქმედება ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ მონასტერში“ , - განაცხადა ილია ჭიღლაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,