2020-10-05 10:51:44, 559 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი ნაოჭი არ მაქვს, რადგან გულში წყენას არ ვინახავ
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ ბევრი ნაოჭი არ აქვს, რადგან წყენას გულში არ ინახავს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ნორმალურ ფორმაშია.
„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ახლა „ოცნებაშია“ და როგორც კი აღარ იქნებიან იმ მდგომარეობაში, როდესაც მზად არიან, რომ საკუთარი ხელით გაგვგლიჯონ, მე არავითარი წყენა არ მექნება. ხომ ხედავთ, ბევრი ნაოჭები არ მაქვს და რატო არ მაქვს, თუ იცით? საერთოდ გულში წყენას არ ვინახავ და თმებიც არ დამცვივდა ჯერ. ბოდიში, არავის მინდა ვაწყენინო, ვისაც გასცვივდა. ჯერ კიდევ ნორმალურ ფორმაში ვარ, სწორედ იმის გამო, რომ საერთოდ არ ვინახავ გულში წყენას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან