03:03 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 15:01:55, 1190 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი - საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის აბრეშუმის გზის ციფრული დერეფნის პროექტს

„საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის აბრეშუმის გზის ციფრული დერეფნის პროექტს”, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა კენ ბაკიმ განაცხადა.

ბაკი შიშობს, რომ საქართველოში დასავლელი ბიზნესისთვის დაწესებული ბარიერები ზრდის რისკს ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთსა და ირანზე. 

„საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის აბრეშუმის გზის ციფრული დერეფნის პროექტს. ციფრული კომუნიკაციის პროექტი გულისხმობს რეგიონში ტექნოლოგიურ, ინტეგრაციის თვალსაზრისით, რუსეთისა და ირანის ზეგავლებისგან დამოუკიდბლობის ზრდას.

ბოლო დროს მიიღო ახალი გადასახადები და დასავლური ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერები აამოქმედა, რაც ძირს უთხრის ამერიკული კომპანიების საქმიანობას საქართველოში. ვშიშობ ქართული ბიზნეს პრაქტიკის ეს ცვლილებები ზრდის რისკს ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთსა და ირანზე. 

როგორც შეერთებული შტატების მოკავშირე, საქართველომ ეს უნდა გააგრძელოს რუსეთისა და ირანის გავლენის სფეროდან თავის დაღწევა”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics