2020-09-25 14:22:53, 672 ნახვა
სამართალი
პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ წასვლას პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით აპირებდა
პროკურატურის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ წასვლას პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით აპირებდა.
ამის შესახებ პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გამოძიებით დადგენილი გვაქვს, რომ ფურცხვანიძე აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას. მას უკვე შეძენილი აქვს ბილეთები, რაც შეეხება იმას თუ რის ჩამოტანას აპირებდა ამაზე განმარტებას არ გავაკეთებთ. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი საზღვარგარეთ მიდიოდა იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, რაც ეკისრება წაყენებული ბრალდების მიხედვით და მოგეხსენებათ, რომ ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - განაცხადა პროკურორმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან