00:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 13:04:36, 587 ნახვა

სამართალი
გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებასთან აქციაა - მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ციხის უფროსის სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვენ

გლდანის ციხესთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები გლდანის ციხის უფროსის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ.

მათი თქმით, N8 პენიტენციური დაწესებულებაში ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, რადგან მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა.

„ბატონი ქინქლაძე, რომელიც ჯალათად არის გადაქცეული, აგრძელებს პატიმრებზე ზეწოლას. მან დაარეკინა რამდენიმე ადამიანს, რომ თითქოს მე აქცია არ უნდა გამეკეთებინა და არ უნდა მეთქვა ის სიმართლე, რაც არის. ვპირდები, რომ ამას არ ვაპატიებ. არ ვაპატიებ, რომ ასე ექცევა პატიმრებს. ის მთვრალი დადის ციხეზე და პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებს, იქ ჰყავს პრივილეგირებული პატიმრები, რომლებსაც არ ეხება, ხოლო ვისთანაც გასდის ცუდ დღეში აყენებს. ფაქტია, რომ მის უფლებამოსილებებს ბოროტად არღვევს. ის აპელირებს, რომ თურმე ქალბატონი წულუკიანისა და ბატონი ბიძინას ახლობელია“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ N8 პენიტენციური დაწესებულებაში ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, რადგან მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა, ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ემსახურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics