|
2015-09-16 18:48:35, 522 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოშია. იან კელი თბილისში ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, 30 წელია დიპლომატია და საქართველოში მუშაობა ყოველთვის უნდოდა. „30 წელია დიპლომატიურ მოღვაწეობას ვეწევი და ყოველთვის მინდოდა საქართველოში მუშაობა. ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ხვალ გადავცემ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს, იქამდე გეგმის შესახებ ვერ ვისაუბრებ. ჩემი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. შეერთებული შტატების პირორიტეტია მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების გზაზე“, - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, იან კელიმ აღნიშნულ თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)