|
2015-09-16 17:51:29, 549 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა და პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მინსკის შეთანხმებების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მათ თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურება იყო. პრეზიდენტებმა უკრაინაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, პირადადაც შეხვდებიან ერთმანეთს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)