13:02 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 10:24:59, 509 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - კორონავირუსის შემთხვევების მატება მობილობის ზრდის შედეგია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ის რაც დღეს ხდება, მობილობის ზრდის შედეგია“.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულადაა მზად იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა სრულად მართოს.

„გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ეს იყო მოსალოდნელი.  ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა ინფიცირების რიცხვის ზრდა. ის რაც დღეს ხდება, მობილობის ზრდის შედეგია, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო პროგნოზირებადი, თუმცა ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. დღეს ჩვენ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ.

ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობისა და მკვეთრი შეზღუდვების დიდხანს გაგრძელება იყო შეუძლებელი და ჩვენ ყველამ ერთად ამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დავიწყეთ, რაც იყო სრულად გამართლებული.

ჯანდაცვის სისტემა სრულადაა მზად იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა სრულად მართოს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია სისტემა, რომელმაც ინფიცირების შემთხვევები სწრაფად უნდა გამოავლინოს და გამოაჯანმრთელოს ისინი“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics