13:25 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 12:36:45, 592 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე IPSOS-ის კვლევაზე - „ქართული ოცნების“ რეიტინგი ვარდება, რადგან ეს ჩაფლავებული მთავრობაა

IPSOS-ის კვლევაში, ისევე როგორც მანამდე სხვა კვლევებში, მათ შორის „ედისონ რისერჩის“, IRI-სა და NDI- ს კვლევებში, ჩანს, რომ ვარდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩაფლავებული მთავრობაა, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა.

„IPSOS-ის კვლევაში, ისევე როგორც მანამდე სხვა კვლევებში, მათ შორის „ედისონ რისერჩის“, IRI-სა და NDI- ს კვლევებში, ჩანს, რომ ვარდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი და ესაა აბსოლუტურად გასაგები, რადგან ეს ჩაფლავებული მთავრობაა, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა. ასევე ჩანს ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი, ითხოვს ცვლილებებს და ითხოვს, რომ ეს არასწორი მიმართულება შეიცვალოს და ესეც ძალიან ნათელია. ამიტომ, ძალიან მარტივი რამ მოხდება ამ არჩევნებზე, დამარცხება „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებენ ის ძალები და პირველ რიგში, ასეთია „ევროპული საქართველო“, რომელსაც რეალური გეგმა აქვს როგორ მოხდეს ცვლილებები და რა დაკვეთაც არის საზოგადოებაში, რომ გარდამტეხი ცვლილებები იყოს და შეიცვალოს ეს ჭაობი, ასეთ ცვლილებებს სთავაზობს „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაცონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ - 5 %.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics