|
2020-09-21 12:32:13, 631 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა ზესტაფონში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატზე - ესაა თქვენი „ადგილობრივი გენერალი“?
„ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი?“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა ზესტაფონში, „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის დაახელებას. მისი თქმით, „ეს კაცი დღემდე „რიჟას" პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი. იმ „რიჟას", შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს მისი თავი რომ დააჭერინა“. „ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ ან ამბობენ - კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში "მოჩალიჩე" ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, ართუ მაჟორიტარად დაყენება. აი ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა. #სირცხვილია ნამდვილდ გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში”, - წერს უგულავა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)